ჩავი ლაპორტას ზარს ელოდება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია

28 ოქტომბერი 2021, ხუთშაბათი


როგორც უკვე იცით, "ბარსელონა" უახლოეს მომავალში რონალდ კუმანის გაშვებას აპირებს. ნიდერლანდელის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად კატალონიური კლუბის ლეგენდა, ჩავი ერნანდესი განიხილება.

ხულიო მალდონადოს თქმით, ჩავი ჟოან ლაპორტას ზარს ელოდება. ესპანელი მწვრთნელი "ბარსაში" მოსვლას აპირებს.
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" დღეს მორიგი მატჩი, ამჯერად "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ წააგო. შესაძლოა ამ
ამბავმა კიდევ უფრო დააჩქაროს რონალდ კუმანის დათხოვება.


კომენტარები: