ითამაშებს თუ არა აზარი "ელ კლასიკოში" - ახალი ინფორმაცია

18 ოქტომბერი 2021, ორშაბათი


როგორც მოგეხსენებათ, უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა ედენ აზარმა ტრამვა მიიღო, რის გამოც მოედანი მატჩის 74-ე წუთზე დატოვა.

გამოცემა "COPE"-ის ცნობით, ბელგიელი გარემარბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას დონეცკის "შახტარის" წინააღმდეგ გამოტოვებს.

რაც შეეხება "ელ კლასიკოს", "ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იმედოვნებს, რომ 30 წლის შემტევი მზად იქნება კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ სათამაშოდ, ვინაიდან ედენმა მოედანზე მარტივი ვარჯიში უკვე დაიწყო, როგორც ამას "Diario AS" წერს.

 შეგახსენებთ, რომ "ბარსა" - "რეალის" სეზონის პირველი ჯახი 24 ოქტომბერს ჩვენი დროით 18:15 საათზე გაიმართება.


კომენტარები: