ზიდანი: “არ ვთვლი, რომ ბარსელონას პრობლემა კუმანშია”

29 ოქტომბერი 2021, პარასკევი


მადრიდის "რეალის" ყოფილი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის აზრით „ბარსელონას“ პრობლემები შემადგენლობაშია და არა მთავარ მწვრთნელში.

"როგორც ყველა პროფესიონალი მწვრთნელი, მეც პატივს ვცემ რონალდ კუმანს და მის ავტორიტეტს. ვფიქრობ, ნიდერალანდელი საკმაოდ მაღალი კომპეტენციის სპეციალისტია.

არ ვთვლი, რომ კატალონიური კლუბის პრობლემები მხოლოდ კუმანში იყო.

ჩავი? ის ინტელექტუალი ფეხბურთელი იყო და დარწმუნებული ვარ, სამწვრთნელო კარიერაც ეპოქალური ექნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ შემადგენლობით რეალს ელ კლასიკოს ხვალვე მოუგებს.“

კომენტარები: