"სოლსკიაერი თვლის, რომ ერთი ნაკლი მაქვს", - ფერნანდეში

27 აგვისტო 2020, ხუთშაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა, ბრუნო ფერნანდეშმა ოლე-გუნარ სოლსკიაერთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა:

"სოლსკიაერი თვლის, რომ ერთი ნაკლი მაქვს - შეტევაში გავრბივარ ძალიან ხშირად. ანუ საუბარია მომენტებზე, როდესაც ცენტრში უფრო საჭირო ვარ.

რა ვქნა, თავდასხმასთან ახლოს ყოფნა - ჩემი თამაშის განუყოფელი ნაწილია, მე ინსტინქტურად ვარ ასეთი", - განაცხადა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკების" ფლეიმეიქერი თავის ამჟამინდელ კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა.

კომენტარები: