"სარის მხოლოდ გვარდიოლას ან ზიზუს გამო გავუშვებდი", - იტალიელი მწვრთნელი

20 აგვისტო 2020, ხუთშაბათი


აღმოსავლეთ ევროპაში მომუშავე იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, სანდრო პოჩესკიმ ტურინის "იუვენტუსი" გააკრიტიკა:

"იუვენტუსის ხელმძღვანელების ადგილზე რომ ვყოფილიყავი, სარის მხოლოდ გვარდიოლას ან ზიდანის გამო გავუშვებდი.

უაზრობად მეჩვენება მისი გათავისუფლება თავკაცის გამო, რომელსაც გამოცდილება საერთოდ არ აქვს. ფეხბურთელობა და მწვრთნელობა, სხვადასხვა რამ არის".


იტალიელი დამრიგებელი გულისხმობს "ბებერი ქალბატონის" ახალ სპეციალისტს, ანდრეა პირლოს, რომელსაც გამოცდილება აღნიშნულ სფეროში მართლაც არ აქვს.


კომენტარები: