რუნი და ნიუკასლი - უეინი მზადაა, გუნდი ჩაიბაროს და ამას არც მალავს

20 ოქტომბერი 2021, ოთხშაბათი'


მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი თავდამსხმელი, ამჟამად დერბი ქაუნთის მთავარი მწვრთნელი უეინ რუნი მზადაა, ნიუკასლ იუნაიტედი ჩაიბაროს.

ამის შესახებ Chronicle Live წერს, რომლის ცნობით, 35 წლის სპეციალისტმა თავად გამოხატა დაინტერესება, გაწვრთნას "კაჭკაჭები", თუკი თანამდებობას სტივ ბრიუსს დაატოვებინებენ. 

ამავდროულად, უეინ რუნისთვის ჩემპიონშიპის გუნდში მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დატოვება პრობლემა არ იქნება, რადგან მან უკვე აცნობა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ უფრო მაღალ დონეზე მუშაობა სურს. 

რუნისა და ნიუკასლს შორის შეთანხმებას ხელი შესაძლოა გასაფორმებელი კონტრაქტის ვადამ შეუშალოს. ცნობილი, რომ კლუბი მზადაა უეინს მოკლევადიანი ხელშეკრულება შესთავაზოს, თავად სპეციალისტს კი გუნდის ჩაბარება ხანგრძლივი პერიოდით სურს. 


კომენტარები: