ამირან გამყრელიძესა და მის შვილს ციხეში გავუშვებდი , ჩაგიფურთხეთ თქვენ, იცით რატომ? - გეტყვით...“ - ლალი მოროშკინა

19 ოქტომბერი 2021, სამშაბათი


ლალი მოროშკინა ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება. მის პოსტს „დაიჯესტი" უცვლელად გთავაზობთ. 

„ეს ჩინური ეჟოვი რას კადრულობს! "აგვისტოში იმაზე მეტ ადამიანს დაკარგავს ქვეყანა კოვიდის გამო, ვიდრე 13 წლის წინ, რუსი ოკუპანტის აგრესიის დროს ომში",- ნიკოლოზ გამყრელიძე. მე ამას გავასამართლებდი რამდენიმე მუხლით, თავზე დავახევდი სამედიცინო დიპლომს, მერე სულ მილიონ-მილიონს ბავშვთა ფონდებში გადავარიცხინებდი სახელმწიფო ტენდერებიდან მოგებულ ფულს, მაგას და მის მამიკოს დიდი ხნით გავუშვებდი ციხეში, მერე არ დამეზარებოდა, მივიდოდი (მაგდენი ნაცნობი ჯერ მყავს სისტემაში) და ყოველ დღე ბალანდაში ჩავუფურთხებდი! ახლა ვინმემ არ დამიწყოს ვაქსერულ-ანტივაქსერული რომანტიზმი. თავად იწვევენ ხალხს და მიიღებენ პასუხს",- წერს ლალი მოროშკინა.

კომენტარები: