საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია - მესი უახლოეს საათებში განცხადებას გააკეთებს

28 აგვისტო 2020, პარასკევი


"ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი უახლოეს საათებში განცხადებას გააკეთებს, იტყობინება ჟურნალისტი, ვერონიკა ბრუნატი.

გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის არგენტინელმა კლუბის დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა და არ აქვს მნიშვნელობა, დარჩება თუ არა პრეზიდენტის პოსტზე ხოსეპ მარია ბართომეუ.

მესის აზრით, კლუბი სპორტულ ღონისძიებებში უმაღლესი მიღწევების დაფიქსირებისკენ არ ისწრაფვის.

აქამდე არსებული ცნობით, ლეო კატალონიურ გუნდში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოა. ფორვარდმა კონტრაქტის გაწყვეტა მოინდომა. მისი ხელში ჩაგდება არაერთ ევროპულ გრანდს სურს.

2019/20 წლების სეზონში მესიმ "ბარსას" რიგებში 44 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 24 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

კომენტარები: