ლევანდოვსკი: "თავს იმაზე უკეთესად ვგრძნობ, ვიდრე 26 წლის ასაკში"

01 სექტემბერი 2020, სამშაბათი


ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი აცხადებს, რომ კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს და კიდევ დიდხანს აპირებს თამაშს.

"მოქმედი კონტრაქტი უკანასკნელი არ არის. კიდევ დიდხანს მინდა ვითამაშო და კიდევ ბევრს მიაღწიო, მიუნხენში ჩემი თანაგუნდელებიც ასე ფიქრობენ".

"თავს იმაზე უკეთესად ვგრძნობ, ვიდრე 26 წლის ასაკში. კიდევ 10 წელიწადი? შეიძლება, რვა. თუმცა, წინ ბევრი წელი მაქვს, ამიტომაც კარიერის დასასრულზე არ ვფიქრობ", - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Sky Sports.

მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერის" პოლონელი თავდამსხმელი ამჟამად 32 წლის გახლავთ.





კომენტარები: