ლევანდოვსკი: "ტოპ-ჩემპიონატების საუკეთესო გუნდები დავამარცხე ჩემპიონთა ლიგაზე, დასამტკიცებელი არაფერი მაქვს"

18 ოქტომბერი 2021, ორშაბათი


მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დაასახელა მიზეზი, თუ რატომ არ თვლის ის ბუნდესლიგიდან სხვა ჩემპიონატში გადასვლას საჭიროდ:

"რამდენიმე წელია მესმის, რომ რაღაცის დასამტკიცებლად უნდა დავტოვო ბუნდესლიგა და გადავიდე ლა ლიგაში ან პრემიერ ლიგაში. თითქოს, ამ ლიგებში თამაში უფრო რთულია.

ყველას ყველაფერი უკვე დავუმტკიცე, რადგან აღნიშნული ჩემპიონატების საუკეთესო წარმომადგენლები ჩემპიონთა ლიგაზე გვყავს დამარცხებული. ბაიერნი მათზე მაღლა იდგა.

ზოგადად კი წასვლაზე არ ვფიქრობ და მთლიანად ჩემს ამჟამინდელ გუნდზე ვარ კონცენტრირებული. ვერ ვხვდები, თუ რატომ უნდა წავიდე სხვაგან", - განაცხადა პოლონელმა.

შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერის" ფორვარდის კატეგორიული პასუხის მიუხედავად, ევროპული პრესა ახლაც წერს, რომ ფეხბურთელს მადრიდის "რეალში" სურდა გადასვლა.

"ბავარიას" ცხრიანით ინტერესდებოდა ლონდონის "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტიც", თუმცა ტრანსფერი გერმანულმა კლუბმა დაბლოკა. 33-წლის შემტევის კონტრაქტი 2023 წლამდე არის გათვლილი.


კომენტარები: