უარი თქვით "ქართულ ოცნებაზე“ და აირჩიეთ სამშობლო... წინ გვაქვს დიდი შერიგება" - მიხეილ სააკაშვილი

18 ოქტომბერი 2021, ორშაბათი


სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი საზო­გა­დო­ე­ბას და მათ შო­რის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს და კო­მი­სი­ებ­ში და­საქ­მე­ბულ პე­და­გო­გებს მი­მარ­თავს და მო­უ­წო­დებს მათ, უარი თქვან "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“.
ამის შე­სა­ხებ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა მის "ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე გავ­რცელ­და.
ამას­თან, სა­ა­კაშ­ვი­ლი სპეც­რაზ­მე­ლებს და პო­ლი­ცი­ე­ლებს მო­უ­წო­დებს, ნუ და­არ­ბე­ვენ სა­კუ­თა­რი ხალ­ხის მშვი­დო­ბი­ან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს.
მი­მარ­თვა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს, კო­მი­სი­ებ­ში და­საქ­მე­ბულ პე­და­გო­გებს და სხვებს.
ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო, ალ­ბათ ნა­ხეთ 14 ოქ­ტომ­ბერს უზარ­მა­ზა­რი შეკ­რე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე. 60 ათა­სი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა და მო­ი­თხოვ­და ქვეყ­ნის, და არა მარ­ტო, პი­რა­დად ჩემს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. შე­იკ­რი­ბა სიყ­ვა­რუ­ლით და დიდი შე­რი­გე­ბის მო­თხოვ­ნით. ჩემ­თვის ეს შეკ­რე­ბა და მისი სუ­ლის­კვე­თე­ბა უტყუ­ა­რი ნი­შა­ნი იყო იმი­სა, რომ რე­ჟიმს აღა­რა­ნა­ი­რი სე­რი­ო­ზუ­ლი და­საყ­რდე­ნი არ გა­აჩ­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მისი არ­სე­ბო­ბის ბოლო დღე­ებ­ში, რე­ჟი­მი კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს თქვენ­ზე ძა­ლა­დო­ბას და შე­ეც­დე­ბა ბო­ლომ­დე გა­მო­გი­ყე­ნოთ არ­ჩევ­ნე­ბის გა­სა­ყალ­ბებ­ლად. თუმ­ცა ვე­რა­ნა­ი­რი გა­ყალ­ბე­ბა მათ ვე­ღარ უშ­ვე­ლის - მათ სრუ­ლი­ად და­კარ­გეს მთა­ვა­რი, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნდო­ბა და მხარ­და­ჭე­რა. ამის გა­რე­შე კი არ­ჩევ­ნებ­ში ვე­რა­ვინ ვე­რას­დროს ვერ გა­ი­მარ­ჯვებს.
მინ­და გთხო­ვოთ, რომ ყო­ველ­თვის გახ­სოვ­დეთ, რომ თქვენ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს შვი­ლე­ბი ხართ და რო­გორც ყვე­ლა ნორ­მა­ლურ ადა­მი­ანს, გსურთ თა­ვი­სუ­ფალ, დე­მოკ­რა­ტი­ულ, და­ცულ და გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა, სა­დაც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა თქვე­ნი კე­თილ­დღე­ო­ბა. ის, რა­საც თქვენ გა­კე­თე­ბი­ნე­ბენ, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სწო­რედ ამ მიზ­ნებს და უფსკრუ­ლის­კენ მი­ა­ქა­ნებს ჩვენს სამ­შობ­ლოს. ამი­ტომ მო­გი­წო­დებთ ყვე­ლას, უარი თქვით არა მხო­ლოდ აქ­ტი­ურ გა­ყალ­ბე­ბა­ზე, არა­მედ თვა­ლის და­ხუჭ­ვა­ზეც თქვენს თვალ­წინ მიმ­დი­ნა­რე გა­ყალ­ბე­ბა­ზე. უარი თქვით „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“ და აირ­ჩი­ეთ სამ­შობ­ლო, რომ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა დღეს ოპო­ზი­ცი­ის არ­ჩე­ვა­ზე გა­დის.
მო­ვუ­წო­დებ სპეც­რაზ­მე­ლებს და პო­ლი­ცი­ე­ლებს, ნუ და­არ­ბე­ვენ სა­კუ­თა­რი ხალ­ხის მშვი­დო­ბი­ან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს. იმ ხალ­ხის, ვისი დაც­ვაც მათი მო­ვა­ლე­ო­ბაა. სწო­რედ ხალ­ხის, და არა რე­ჟი­მის და პი­რა­დად ივა­ნიშ­ვი­ლის.
მო­ვუ­წო­დებ სამ­თავ­რო­ბო მა­ს­მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ღიად თქვან სი­მარ­თლე და უარი თქვან აშ­კა­რა სიც­რუ­ე­ზე და ამით წვლი­ლი არ შე­ი­ტა­ნონ სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს გა­ნად­გუ­რე­ბა­ში.
ჩვენ წინ გვაქვს დიდი შე­რი­გე­ბა, ხოლო შე­რი­გე­ბას ერ­თმა­ნე­თის შემ­ხვედ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი სჭირ­დე­ბა ყვე­ლას მხრი­დან.
ძვირ­ფა­სო სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბო, თქვენ არა­ვის ვალი არ გაქვთ, პი­რი­ქით, სა­ხელ­მწი­ფოს აქვს თქვე­ნი ვალი, ვი­ნა­ი­დან, თქვენს აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას ამუ­შა­ვებს მი­ზე­რულ ხელ­ფას­ზე და და­მამ­ცი­რე­ბელ პი­რო­ბებ­ში ამ­ყო­ფებს. ამი­ტომ, ჩვენს მო­ვა­ლე­ო­ბად თქვენს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­საც ვთვლით და მერე ბევ­რად მე­ტად და­ფას­დე­ბა თქვე­ნი ნიჭი და უნა­რე­ბი და ბევ­რად უფრო რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლად და სა­სარ­გებ­ლოდ იგ­რძნობს თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი თავს. მე­გობ­რუ­ლი სალ­მით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი“,- ნათ­ქვა­მია ცი­ხი­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კი­დევ ერთ გზავ­ნილ­ში.

კომენტარები: