ახლა მათი ბელადი ციხეშია, 3 წელი არ იქნება არჩევნები... გვაქვს უნიკალური შანსი, საბოლოოდ დავამთავროთ "ნაცმოძრაობა" - ირაკლი კობახიძე

19 ოქტომბერი 2021, სამშაბათი


ახლა მათი ბე­ლა­დი არის ცი­ხე­ში, 3 წელი არ იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, გვაქვს უნი­კა­ლუ­რი შან­სი, სა­ბო­ლო­ოდ და­ვამ­თავ­როთ „ნაც­მოძ­რა­ო­ბა“, - ამის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ბა­თუმ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტებს „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“ სა­უბ­რი­სას გა­ნუ­ცხა­და.
მისი თქმით, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მხო­ლოდ უარ­ყო­ფით როლს ას­რუ­ლებს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დამ­თავ­რე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თემა ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის. გე­თან­ხმე­ბით, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ დღემ­დე სა­კუ­თარ თავს ინარ­ჩუ­ნებ­და, ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მათ აძ­ლევ­და სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რი, მათ შო­რის ის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი წარ­მარ­თავ­და პრო­ცე­სებს კი­ე­ვი­დან თა­ვი­სი მო­პა­რუ­ლი ფუ­ლით. დღეს ის არის ცი­ხე­ში, ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი და მე­ო­რე, ყო­ველ წელს პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი იყო არ­ჩევ­ნე­ბი, რო­გორც კი რა­ღაც პრო­ცე­სე­ბი სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ო­და, „ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ არ­ჩევ­ნე­ბის წყა­ლო­ბით თავს წა­მო­ყოფ­და ხოლ­მე. ახლა მათ ბე­ლა­დი არის ცი­ხე­ში, 3 წელი არ იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, ახლა ჩვენ გვაქვს უნი­კა­ლუ­რი შან­სი, სა­ბო­ლო­ოდ და­ვამ­თავ­როთ „ნაც­მოძ­რა­ო­ბა“, ამის­თვის სა­ჭი­როა 30 ოქ­ტომ­ბერს სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია, ჩვენ გვჭირ­დე­ბა მო­ბი­ლი­ზა­ცია ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში იმის­თვის, რომ გა­მარ­ჯვე­ბა მო­ვი­პო­ვოთ. ეს გახ­დე­ბა სა­წინ­და­რი იმი­სა, რომ სრუ­ლი­ად გა­ნე­იტ­რალ­დეს ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მხო­ლოდ უარ­ყო­ფით როლს ას­რუ­ლებს“,-გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

კომენტარები: