სააკაშვილი ნარკომანი არ ყოფილა არასდროს. ეზიზღებოდა ნარკოტიკები. მგონი, პლანიც არა აქვს მოწეული...“

18 ოქტომბერი 2021, ორშაბათი


სააკაშვილი ნარკომანი არ ყოფილა არასდროს. ეზიზღებოდა ნარკოტიკები. მგონი, პლანიც არა აქვს მოწეული...“


დავით ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილისა და ნარკოტიკების შესახებ აგორებულ კამპანიას ეხმიანება და წერს, რომ მას კარგად იცნობს და არასდროს ჰქონია პრობლემა ნარკოტიკებთან.

გთავაზობთ ზურაბიშვილის პოსტს ამ თემაზე:

„სააკაშვილის ადვოკატად მე ვერ გამოვდგები ვერანაირად. არ ვარ ნაცმოძრაობის მხარდამჭერი და საერთოდ სულ არ მიმაჩნია მისი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების უკეთეს ალტერნატივად.

მაგრამ რაც მე მიხეილ სააკაშვილს ვიცნობ (და იყო დრო საკმაოდ ახლო ურთიერთობაც გვქონდა), რა რა და ნარკომანი არ ყოფილა არასდროს. პირიქით, ყოველთვის ეზიზღებოდა ნარკოტიკები. მგონი, პლანიც არა აქვს მოწეული.

ეს ისე, უბრალოდ ინფორმაციისთვის, თორემ პრემიერ-მინისტრის ინსინუაციები ამ თემაზე რომ ყველა ვარიანტში უკიდურესი სიმდაბლე და ბანძუკობაა, ეგ კიდევ სხვა ამბავია“.


კომენტარები: