მოუსმინეთ რა დღეში ჩააგდო ნაციონალებმა ეს ოჯახები, მერე თუ კიდე მათ მხარეზე დადგებით, მაშინ თქვენც ხელს აწერთ იმ დანაშაულებზე რაც იმ რეჟიმმა ჩაიდინა: ზურა ხაჩიძე

18 ოქტომბერი 2021, ორშაბათი


რუსთავის ციხესთან სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებული პირების მიერ გამართულ აქციას, ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ვინც „ნაციონალური მოძრაობას“ უჭერს მხარს ამ ადამიანების ისტორიებს უნდა მოუსმინონ.
მისი თქმით, თუ ამ ისტორიების მოსმენის შემდეგ ადამიანები კვლავ მათ დაუჭერენ მხარს, მაშინ ისინი ხელს აწერენ იმ დანაშაულებზე რაც იმ რეჟიმმა ჩაიდინა.


„ჩართეთ ტელევიზორი და გადართეთ პირველ არხზე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებო და მოუსმინეთ რა დღეში ჩააგდო იმ რეჟიმმა ეს ოჯახები! ამის მერე კიდე თუ მათ მხარეზე დადგებით მაშინ თქვენც ხელს აწერთ იმ დანაშაულებზე რაც იმ რეჟიმმა ჩაიდინა!!! გული დამეწვა და კიდევ ერთხელ გამახსენდა თუ რა სისასტიკე მეფობდა იმ ავად სახსენებელ დროს! მე არ ვიცოდი დღევანდელი აქციის შესახებ თორე მანდ ვიქნებოდი!“,- წერს ზურა ხაჩიძე.

კომენტარები: