გიორგი ბერიძის გოლი თურქეთში და ოთარ კაკაბაძის საგოლე პასი პოლონეთში

თურქეთის სუპერლიგის მე-12 ტურში გიორგი ბერიძის ანკარაგიუჯუმ საბა ლობჟანიძის ჰატაისპორი 4:1 დაამარცხა, ანგარიში კი ბერიძემ გახსნა. მე-3 წუთზე გიორგი საჯარიმოში კარგად გაიხსნა და მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა. ეს ქართველი შემტევის მე-4 გოლია თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში.
ბერიძე მინდორზე 83-ე წუთამდე იყო, ხოლო სტუმართა შორის ლობჟანიძემ 71 წუთი ითამაშა და შემდეგ შეცვალეს. ანკარაგიუჯუ 11 ქულით მე-13 ადგილზეა და მომდევნო ტურში 4 ნოემბერს, ქასიმპაშას ესტუმრება, ხოლო ჰატაისპორი 10 ქულით მე-16 პოზიციაზეა და 7 ნოემბერს, ბაშაკშეჰირს უმასპინძლებს.
დღესვე ქართველი ფეხბურთელების გუნდები დაუპირისპირდნენ პოლონეთის ჩემპიონატშიც, რომლის მე-15 ტურში ოთარ კაკაბაძის კრაკოვიამ სტუმრად გურამ გიორბელიძისა და თორნიკე გაფრინდაშვილის ზაგლებიე 2:0 დაამარცხა.
მსგავსი სტატიები:
კომენტარები: