8.6 სასუოლოსთან შოუსთვის! - კვარაცხელია ოსიმენის შემდეგ საუკეთესოა

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი შოუ "სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე" - ნაპოლის 21 წლის ქართველმა ლეგიონერმა სასუოლოსთან თამაშში გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. ნაპოლის მაისურით მას პირველად ჰქონდა სამი შედეგიანი ქმედება (თანაც, სამივე ერთ ტაიმში) ერთ თამაშში. გასაკვირი არაა, რომ WhoScored-მა ხვიჩას ძალიან მაღალი შეფასება დაუწერა.
სერია A-ში ამაზე კარგი შეფასება გამოცემამ კვარაცხელიას მხოლოდ ერთხელ ბოლონიასთან დაპირისპირებაში დაუწერა - 8.88. ნაპოლის მაისურით ეს მესამე შეფასებაა - (8.70 აიაქსთან საგარეო მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე). მას იტალიის ჩემპიონატში საშუალოდ 7.55 შეფასება აქვს, რაც მეორე შედეგია სერია A-ში სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის (7.65) შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 12 ტურის შემდეგ ნაპოლი 32 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას 6 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს. გარდა ამისა, მან 2 პენალტი მოიპოვა. შედეგიანი ქმედებით (გოლს+პასი) ხვიჩას 11 ქულა აქვს და სერია A-ში საუკეთესოა.
მსგავსი სტატიები:
კომენტარები: