დე ბრუინი "ლაიფციგთან" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს

07 დეკემბერი 2021, სამშაბათი


"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი "რედ ბულ ლაიფციგთან" გასამართ მატჩს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.

ბელგიელი ფეხბურთელი "სიტიზენებს" გასულ კვირას, "უოტფორდთან" მატჩში დაუბრუნდა და მოედანზე შეცვლაზე შევიდა. როგორც ჩანს, ხვალ იგი ძირითად თერთმეტეულს დაუბრუნდება.

"ადამიანები, რომლებმაც კოვიდ19 გადაიტანეს, თავს ცარიელად გრძნობენ.

თანდათანობით კევინის წუთები გაიზრდება. ხვალ ის სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

დე ბრუინს ჩემთვის დასამტკიცებელი არაფერი აქვს, მაგრამ მან უნდა გვაჩვენოს, რომ დაბრუნდა და გააკეთოს ის, რასაც ბოლო 5-6 წლის მანძილზე, ყოველ სამ დღეში ერთხელ აკეთებდა". - თქვა "ქალაქების" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინმა 4 კვირა კორონავირუსით დაინფიცირების გამო გამოტოვა.

რაც შეეხება "სიტის", ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში პირველობა მანჩესტერელებს უკვე განაღდებული აქვთ. ხვალ ისინი ბელგიაში "ბრიუგეს" დაუპირისპირდებიან და ევროპის მთავარ ტურნირზე წლევანდელ ასპარეზობასაც დაასრულებენ.



კომენტარები: