სუპერლიგის ახალი ფორმატი - ცნობილია 3 მთავარი ცვლილება

21 ოქტომბერი 2021, ხუთშაბათი


რამდენიმე თვის წინ სუპერლიგის პროექტი, რომლის მთავარი ინიციატორი და შემოქმედი მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გახლავთ, ძალიან აქტუალური იყო, თუმცა ამ იდეამ განვითარება ვერ ჰპოვა.

უეფამ და ფიფამ ტურნირს წინსვლის საშუალება იდეის ჩასახვის თანავე მოუსპო.

აღსანისნავია ისიც, რომ აღნიშნულ წამოწყებას ქომაგებშიც არაერთი კრიტიკოსი ჰყავდა, რომელთა უკმაყოფლების მთავარი გამომწვევი მიზეზი იყო ის, რომ ტურნირი მხოლოდ დიდი გუნდებისთვის იქნებოდა.

ბოლო საათებში კი მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სუპერლიგის ფორმატი შეიცვალა. "Mundo Deportivo"-ს თქმით, აღნიშნული ტუნრირი ჩაკეტილი სახის აღარ იქნება.

ახალი ფორმატის თანახმად, იქნება ორი დივიზიონი - თითოეულ მათგანში 20 გუნდი და რაც მთავარია, მასში კლუბები შიდა ჩემპიონატში დაფიქსირებული შედეგების მიხედვით მოხვდებიან.

ასევე იწერება, რომ გულშემატკივრებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა საგარეო მატჩებს დაესწრნონ.

კომენტარები: