პერესს ფანებმა მბაპეს ტრანსფერი სთხოვეს - როგორი იყო ფლორენტინოს პასუხი

17 თებერვალი 2022, ხუთშაბათი


"პარკ დე პრენსზე" მადრიდის "რეალთან" გამარჯვების მომტანი გოლის გატანის შემდეგ კილიან მბაპე კვლავ გმირად მონათლეს.

ფრანგი სუპერვარსკვლავის გუშინდელი მატჩი და მოამვალი დღეს ესპანური (და არა მხოლოდ) მედიის განხილვის მთავარი საგანი იყო.

El Chiringuito-ს ცნობით, პარიზული კლუბის მოედანზე მისულ ფლორენტინო პერესს სამეფო კლუბის გულშემატკივრები შეხვდნენ, რომლებმაც მას კილიან მბაპეს ყიდვისკენ მოუწოდეს.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ პრეზიდენტმა, რომელმაც ფანების მოთხოვნა გაიგო, თანხმობის ნიშნად მათ ცერა თითები აჩვენა.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მცირე დეტალია, მაგრამ პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ კილიანი "რეალს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდება.


კომენტარები: