გამარჯვების ზეიმის დროს ვიტესის ფანების ტრიბუნა ჩამოინგრა

18 ოქტომბერი 2021, ორშაბათი


ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-9 ტურში ნაიმეგენისა და ვიტესის მატჩის დასრულების შემდეგ სტუმართა ფანების ტრიბუნა ჩამოინგრა.

შეხვედრა არნემელებმა 1:0 მოიგეს და ფეხბურთელებმა გულშემატკივრებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობდნენ, როდესაც De Goffert-ის სტადიონის ტრიბუნის ერთ-ერთი ნაწილი ჩამოიშალა. საინტერესოა, რომ მიუხედავად ამისა, ფანებმა ზეიმი გააგრძელეს. საბედნიეროდ, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

De Goffert-ის სტადიონი 1939 წლის 8 ივლისს გაიხსნა და 12 500 მაყურებელს იტევდა. არენას რეკონსტრუქცია 90-იანი წლების ბოლოს ჩაუტარდა და 2000 წლის 25 იანვარს ხელმეორედ გაიხსნა.


კომენტარები: