ჰაზენჰიუტლის გულახდილი კომენტარი: "იუნაიტედს ეს უბრალოდ არ შეუძლია"

14 თებერვალი 2022, ორშაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედთან" მოპოვებული მნიშვნელოვანი 1 ქულის შემდეგ, რალფ ჰაზენჰიუტლმა მედიასთან ისაუბრა.

"საუთჰემპტონის" მწვრთნელის თქმით, "იუნაიტედს" არ შეუძლია პრესინგის 30-40 წუთზე მეტის თამაში, რაც მისმა გუნდმა გამოიყენა.

"მატჩის სტარტზე იუნაიტედი ძალიან კარგ პრესინგს გვეთამაშებოდა, მაგრამ მათ ეს მხოლოდ 30-40 წუთი შეუძლიათ, ამის შემდეგ კი შეხვედრაში ჩავერთეთ.

დიდი საიდუმლო არ არის, რომ ბურთის დაკარგვის შემდეგ იუნაიტედს უკან სწრაფად დაბრუნება უჭირს", - განაცხადა რალფმა.

ავსტრიელი მწვრთნელის კომენტარში მართლაც არის სიმართლე, რადგან "იუნაიტედს" მეორე ტაიმში თამაში მუდამ უჭირს.

კომენტარები: