რონალდუ, ბექემი და სხვები - საჯარიმო დარტყმების ყველაზე შედეგიანი შემსრულებლები

17 დეკემბერი 2021, პარასკევი


ჯეიმს უორდ-ფრაუსი პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია საჯარიმო დარტყმების შესრულების დროს. "საუთჰემპტონის" კაპიტიანი სტანდარტებს ბრწყინვალედ ასრულებს და უკვე 11 გოლიც მოუგროვდა.

ჯეიმსი პრემიერ ლიგის ისტორიაში მე-4 ყველაზე შედეგიანი შემსრულებელია და ამ პოზიციას კიდევ 3 ფეხბურთელთან იყოფს.
ალბათ, არც თუ ისე რთული გამოსაცნობია, რომ ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი ჯარიმა დევიდ ბექემმა გაიტანა - 18.
სრული სია ასე გამოიყურება:
  • დევიდ ბექემი - 18
  • ტიერი ანრი - 12
  • ჯანფრანკო ძოლა - 12
  • ჯეიმს უორდ-ფრაუსი - 11
  • კრიშტიანუ რონალდუ - 11
  • სებასტიან ლარსონი - 11
  • ლორენ რობერტი - 11
  • მორტენ გამსტ პედერსენი - 10
  • იან ჰარტე - 10
  • ფრენკ ლამპარდი - 9
  • ჯეიმი რედნაპი - 9
  • ნოლბერტ სოლანო - 9
  • კრისტიან ერიქსენი - 8
  • ხუან მატა - 8 



კომენტარები: