ამას არავინ ელოდა - რას აპირებს მარსელო კარიერის დასრულების შემდეგ

11 თებერვალი 2022, პარასკევი


ესპანელი ჟურნალისტი პაკო გონსალესი მადრიდის "რეალის" მცველი მარსელოს შესახებ მოულოდნელ იფნორმაციას ავრცელებს.

ჟურნალისტის ცნობით, კარიერის დასრულების შემდეგ ბრაზილიელი ფეხბურთელი საცვლების მოდელად მუშაობის დაწყებას გეგმავს.

ის კრიშტიანუ რონალდუს გზას გაიზიარებს და მედიაში არ გამორიცხავენ იმასაც, რომ, შესაძლოა, ლეგენდარულმა დუეტმა ერთად იმუშაოს.

განაპირა მცველის კარიერაზე მედიაში გავრცელებული ცნობები ორ ნაწილად იყოფა.

პირველი ნაწილი წერს, რომ ბრაზილიელი სეზონის ბოლოს სამეფო კლუბს დატოვებს და "ფლუმინენსეს" შეუერთდება.

მედიის მეორე ნაწილის ცნობით კი ის კარიერას "ბლანკოსშივე" დაასრულებს და გუნდის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე გახდება.


კომენტარები: