დაასრულებს თუ არა კარიერას პიკე სეზონის ბოლოს?

17 დეკემბერი 2021, პარასკევი


ბარსელონას" ცენტრალური მცველი, ხერარდ პიკე 2021/2022 წლების სეზონის ბოლოს პენსიაზე წასვლას არ გეგმავს, - დაუდასტურა მისმა გარემოცვამ რეპორტიორ ალფრედო მარტინესს.

პიკეს "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, ამიტომ უცნაური იქნება, თუ ახლავე გადაწყვეტს წასვლას. მანამდე სანდო წყარო El Nacional წერდა პიკეს გეგმებზე ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შესახებ.

მიმდინარე სეზონში 34 წლის მცველმა "ბარსელონას" მაისურით 19 მატჩი ჩაატარა. ის გუნდს კარის მშრალად შენახვაში ხუთჯერ დაეხმარა. ასეთია კატალონიელის სტატისტიკა.

არსებობს მოსაზრება, რომ პიკე ამ სეზონში ტოპ ფორმაში არ არის, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას "ბარსელონას" თითქმის ყველა დანარჩენი ფეხბურთელის შესახებ.


კომენტარები: