"არგენტინელ ხალხს უყვარხარ" - აგუეროსა და ალბას გასაუბრება

07 თებერვალი 2022, ორშაბათი


"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ გუშინდელი შეხვედრის ერთ-ერთ გმირს, ჟორდი ალბას დაურეკა და წარმატებული თამაში მიულოცა.
ეს მაშინ მოხდა, როცა არგენტინელი პირდაპირ ეთერში იმყოფებოდა, ამიტომ მათი გასაუბრება გულშემატკივრებმაც მოისმინეს.

(.) - "სალამი. უბრალოდ იმიტომ გირეკავ, რომ მინდოდა შენთვის გოლი მომელოცა. მატჩი შესანიშნავი იყო, ყველამ კარგად ითამაშეთ... ჩვენ ვითამაშეთ კარგად. ახლა მეოთხე ადგილზე ვართ. ვნახოთ, რა მოხდება. არგენტინელ ხალხს ძალიან უყვარხარ."

(.) - "მადლობა. სტადიონი სავსე იყო. მართლაც კარგად ვითამაშეთ. ვიცი, რომ არგენტინისგან დიდ მხარდაჭერას ვიღებ. ისინი მეც ძალიან მიყვარს. ვნახოთ, როდის დამპატიჟებ ბარბექიუზე (იცინის)."

შეგახსენებთ, რომ ალბამ "ატლეტიკოსთან" ნატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა, რითაც "ბარსას" გამარჯვებას დაუდო სათავე.

რაც შეეხება აგუეროს, იგი კატალონიური გრანდის ღირსებას სულ რამდენიმე თვის მანძილზე იცავდა, რადგან გულის პრობლემები შეექმნა და გასული წლის დეკემბერში კარიერის დასრულება მოუხდა.

კუნმა "ბლაუგრანაში" 6 მატჩის ჩატარება და 1 გოლის გატანა მოასწრო.


კომენტარები: