გვარდიოლა: "მარადონამ იტალია დაიპყრო, მესიმ ესპანეთი, აგუერომ კი ეს ინგლისში გააკეთა"

16 დეკემბერი 2021, ხუთშაბათი


მან სიტის“ მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა, სერხიო აგუეროს გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციას დაესწრო.

გვარდიოლა აგუეროს „მანჩესტერ სიტიში“ ყოფნის დროს წვრთნიდა და მათი კავშირი გასულ ზაფხულს შეწყდა, როცა არგენტინელს „სიტისთან“ კონტრაქტი დაუმთავრდა.

„მარადონამ იტალია დაიპყრო, მესიმ იგივე გააკეთა ესპანეთში, აგუერომ კი ინგლისი არ დაინდო. მისი ციფრეი მასზე თავად ლაპარაკობს.

მას მატჩების მოგება მარტოს შეეძლო, იმიტომ რომ ჰქონდა ის შიდა ცეცხლი, ის ბრაზით თამაშობდა და ამაში გამოიხატებოდა მისი განსაკუთრებული ნიჭი. ის წარმოუდგენელი ადამიანია.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Marca.

გახსენებთ, რომ „სიტის“ ექს-ფორვარდი გულმა „ალავესთან“ ლა ლიგის მატჩის პირველ ტაიმში შეაწუხა - ტახიკარდიის გამო ის მოედნიდან გაიყვანეს და პირველი შემოწმების თანახმად, თითქოს 3 თვე უნდა გამოეტოვებინა, თუმცა მოგვიანებით დაიწერა, რომ არგენტინელს კარიერის დასრულება უწევს.


„ბარსაში" აგუერო გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გავიდა, მას შემდეგ რაც „სიტიში" გაატარა 10 წელი. კატალონიურ გუნდში მან 1 გოლის გატანა მოასწრო - 24 ოქტომბერს „რეალის" კარი აიღო.


კომენტარები: