"იუნაიტედის" 2 ფეხბურთელი - ვინ მოხვდა რონალდუს დაბადების დღის წვეულებაზე

07 თებერვალი 2022, ორშაბათი


ლეგენდარული კრიშტიანუ რონალდუს 5 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა, პორტუგალიელს 37 წელი შეუსრულდა.

რონალდუმ დაბადების დღე მოკრძალებულად გადაიხადა და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაპატიჟა, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედის" 2 ფეხბურთელიც.

კრიშტიანუს სტუმრებს შორის პორტუგალიელი თანაგუნდელები, ბრუნო ფერნანდეში და დიოგუ დალო იყვნენ. დანარჩენ სტუმრებს კი მისი ნათესავები, მეგობრები და ოჯახის წევრები წარმოადგენდნენ.

კოვიდ მდგომარეობიდან გამომდინარე დიდი წვეულების ჩატარება ფაქტობრივად დანაშაულად ითვლება, ამიტომ რონალდუ მცირე აღნიშვნით შემოიფარგლა.



კომენტარები: