მემფისი საუკეთესოა - მუნდიალის შესარჩევის სიმბოლური ნაკრები ცნობილია

18 ნოემბერი 2021, ხუთშაბათი

WhoScored-მა მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო ჯგუფური ტურნირის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და საუკეთესო ფეხბურთელიც დაასახელა. 

WhoScored-მა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ნიდერლანდელი მემფის დეპაი დაასახელა, რომლის გუნდმაც ბოლო, მე-10 პირდაპირი საგზური კატარში, ტურნირის უკანასკნელ დღეს მოიპოვა. მემფისს ფანტასტიკური სტატისტიკა ჰქონდა: 12 გოლი (ორჯერ მეტი, ვიდრე საქართველოს ნაკრებს), 6 საგოლე პასი, 58 დარტყმა, 45 მნიშვნელოვანი პასი. ის ნიდერლანდების 6 მატჩში დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. მემფისის საშუალო შეფასება 8.60-ია, რაც უბრალოდ ფანტასტიკურია. ყველა ზემოთჩამოთვლილ კომპონენტში მემფისი საკვალიფიკაციოზე პირველი იყო. 

დეპაიმ ჰარი კეინსა (8.18) და რობერტ ლევანდოვსკის (8.08) აჯობა. 8-ზე მეტი საშუალო ქულა სულ 7 ფეხბურთელს ჰქონდა. ზემოთჩამოთვლილი სამეულის გარდა: თომას მიულერს (გერმანია), კევინ დე ბრუინს (ბელგია), ჯენგიზ უნდერს (თურქეთი) და რომელუ ლუკაკუს (ბელგია). 

საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია - 7.49 შეფასებით 39-ე ადგილზე გავიდა. მაგალითისთვის, კრიშტიანო რონალდო (7.54) 34-ე იყო.  

საკვალიფიკაციო ეტაპის სიმბოლური. WhoScored

მეკარე: ბენიამინ ბიუხელი (ლიხტენშტაინი. 7.3)
მცველები: ჟოაო კანსელო (პორტუგალია. 7.6), ჰარი მაგუაირი (ინგლისი. 7.7), ვირხილ ვან დეიკი (ნიდერლანდები. 7.4), იოაკიმ მელე (დანია. 7.3)
ნახევარმცველები: სტივენ ბერგვეინი (ნიდერლანდები. 7.9), დუშან ტადიჩი (სერბეთი. 7.9), ენეს ბარდი (ჩრდ. მაკედონია. 7.8), მემფის დეპაი (ნიდერლანდები. 8.7)
თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ინგლისი. 8.2), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი. 8.1). 

კომენტარები: