კლოპი: "ვიცი, რაც არის ჟოტას წარმატების საიდუმლო"

22 იანვარი 2022, შაბათი


დიოგუ ჯოტამ დუბლი გაიფორმა "არსენალთან" და ამ სეზონში პრემიერ ლიგის ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში მხოლოდ თავის თანაგუნდელს, მო სალაჰს ჩამორჩება.

იურგენ კლოპს ჰკითხეს, როგორ მიაღწია პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ასეთ დონეს და მწვრთნელმა აღნიშნული ფენომენი რამდენიმე მიზეზის ჩამოთვლით ახსნა.

"მუშაობა! მაგრამ თუ არ გაქვს სპორტული საფუძველი, ამ მხრივ სასწაულს ვერავინ მოახდენს. დიოგუ აქ მოვიდა და სიმართლე გითხრათ, გამორჩეული მოთამაშე ის თავიდანვე იყო.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავდამსხმელი ხარ და შენს გუნდს ბურთის ოდნავ უკეთესი ფლობა აქვს, ეს გეხმარება. მას თანაგუნდელებიც ეხმარებიან.

გუშინ მას ბევრის გაკეთება მოუწია, რომ ეს მომხდარიყო. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ტრენტის პასები კარგი იყო, განსაკუთრებით მეორე, ჯერ კიდევ ბევრი იყო გასაკეთებელი.

დიოგუ მართლაც შთამბეჭდავი ფეხბურთელია, მართლაც მიზანდასახული ახალგაზრდა. ცხადია, მას უყვარს ფეხბურთი, უყვარს მუშაობა, უყვარს ვარჯიში და ეს ყველაფერი ძალიან ეხმარება", - განაცხადა კლოპმა.


კომენტარები: