დალო: "რონალდუ გასახდელში მუდამ ამას აკეთებს, რაც გასაოცარია"

19 დეკემბერი 2021, კვირა


"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ არხთან ინტერვიუში, დიოგუ დალომ კრიშტიანო რონალდუს შესახებ გააკეთა კომენტარი.

პორტუგალიელმა მცველმა თანამემამულე შეაქო და აღნიშნა, რომ გასახდელში რონალდუ მუდამ ცდილობს თანაგუნდელების მოტივირებას.

"ის, თუ როგორ ზრუნავს უვლის თავის თავს და როგორ ემზადება მატჩებისთვის, არის აბსოლუტურად განსხვავებული დონე.

გასაოცარია გასახდელში ასეთი ენერგიის და მენტალიტეტის ქონა. რონალდუ გასახდელში ცდილობს, რომ ყველა ფეხბურთელს მოტივაციას გაუზარდოს, ეს ჩვენთვის ძალიან პოზიტიურია"მ - განაცხადა დალომ.

კომენტარები: