როგორ იმოქმედა რონალდუს ინტერვიუმ "იუნაიტედის" გასახდელზე - ახალი ცნობა

22 იანვარი 2022, შაბათი


რამდენიმე დღის წინ, კრიშტიანუ რონალდუმ Sky Sports-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ის ფეხბურთელების მენტალიტეტსა და სხვა საკითხებზე საუბრობდა.

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, რონალდუს ინტერვიუს კარგად არ ჩაუვლია და "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეების ნაწილი უკმაყოფილოა.

წყაროს თქმით, კრიშტიანუს ინტერვიუს შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დაიძაბა და გასახდელში ახალი პრობლემები გაჩნდა.

"რონალდუ მაღალი დონის პროფესიონალია და ის თავისი მხრიდან ყველაფერს აკეთებს, განსხვავებით სხვა ფეხბურთელებისგან, მაგრამ ახალგაზრდები თვლიან, რომ კრიშტიანუსთან ურთიერთობა რთულია.

მაგალითისთვის, მათ ედი კავანისთან კავშირის დამყარება უფრო უადვილდებათ, მიუხედავად იმისა, რომ მან ინგლისური ცუდად იცის.

რონალდუს კარგი ურთიერთობა აქვს თანამემამულეებთან, დიოგუ დალოსთან და ბრუნო ფერნანდეშთან. გასახდელი გაყოფილია", - წერს წყარო.

ამასთან ერთად, როგორც ცნობილი გახდა, რონალდუს დაბრუნებას უარყოფითი რეაქცია ჰქონდა ჰარი მაგუაიერზე, რომელიც სრულიად შეიცვალა.


კომენტარები: