კარიერაში პირველად - დე ხეა პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

05 თებერვალი 2022, შაბათი


მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა პრემიერ ლიგაში იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
გასულ თვეში 31 წლის ესპანელმა ოთხი მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაუშვა და 22 სეივი განახორციელა, რაც ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია.
ესპანელმა გოლკიპერმა პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კარიერაში პირველად მოიპოვა. 
დე ხეას თამაში შეუმჩნეველი არ რჩება „იუნაიტედის“ ქომაგებისთვისაც, რომლებიც მას საკუთარი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მესამე თვეა ასახელებენ. 
დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად პრემიერ ლიგაში რაჰიმ სტერლინგი დასახელდა. 


კომენტარები: