ზედიზედ მესამედ - იუნაიტედის გულშემატკივრებმა თვის საუკეთესო ფეხბურთელი აირჩიეს

04 თებერვალი 2022, პარასკევი


მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივრებმა იანვრის საუკეთესო ფეხბურთელი აირჩიეს.
„წითელი ეშმაკების“ ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ეს ჯილდო ზედიზედ მესამე თვეში გუნდის გოლკიპერ დავიდ დე ხეას ერგო, რომელიც აქამდე დეკემბრის, ნოემბრის და ოქტომბრის საუკეთესოდ სახელდებოდა.
რაც შეეხება სეზონის პირველ სრულ თვეს - სექტემბერს, მაშინ „იუნაიტედის“ ქომაგებმა გუნდის თვის საუკეთესოდ კრიშტიანუ რონალდუ დაასახელეს.
იანვარში დე ხეამ „იუნაიტედის“ მაისურით 5 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაუშვა


კომენტარები: