"ჩვენც რომელიღაც "ომიკრორაიონიდან"... - რა სიმპტომებს ასახელებენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებიც ომიკრონს ებრძვიან

03 თებერვალი 2022, ხუთშაბათი


"ჩვენც რომელიღაც "ომიკრორაიონიდან"... - რა სიმპტომებს ასახელებენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებიც ომიკრონს ებრძვიან

ომიკრონი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა და 17 ათასსაც ასცდა ყოველდღიური სტატისტიკა. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომელთაგან ბევრს შეხვდა ვირუსი, წერენ, რომ შედარებით მსუბუქად გადააქვთ და აცრებმა, რომლებიც აქამდე ჩაიტარეს, დადებითი შედეგი გამოიღო. 




რამდენიმე დღის წინ ტელეწამყვანი გვანცა დარასელია წერდა, რომ მის ოჯახსაც შეხვდა, თუმცა სახლის პირობებში, იზოლაციაში უმკლავდება ვირუსს. "პანდემიის დაწყებიდან ორი წლის თავზე ჩვენი კოვიდ-ისტორიის დროც დადგა... ჯერ ერეკლეს დაუდასტურდა თავის დაბადების დრეზე. მამიკო გადავიდა ერეკლესთან ერთად იზოლაციაში და უვლიდა სიცხიანს. შემდეგ მისი ჯერიც დადგა. ორი დღე-ნახევარი მქონდა მაღალი ცხელება, ახლა




დაბალი მაქვს, სახსრები მტკივა.
mshoblebi

სამი დღე მართლა გამიჭირდა... ერეკლეს ორი დღე ჰქონდა მაღალი სიცხე. ლილე თითქმის უსიმპტომოა. საკუთარ თავზე ისე ვბრაზდები. დეკემბერში მიწევდა ბუსტერი. ახალი წლები, მილიონი გადაღება, გადავდე იანვრისთვის...
მერე დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ და... არ გადადოთ, აუცილებლად გაიკეთეთ", - წერდა გვანცა. 

mshoblebi

შემდეგ ასევე ვირუსის შესახებ დაწერა თამუნა ვაშალომიძემ: "რისიც მეშინოდა, ის მოხდა - ყველას კორონა გადაედო, აკას გარდა... მაქსიმეს მაღალი სიცხე ჰქონდა, დღეს კარგად არის. სოფიას სძინავს მთელი დღეა, სუსტადაა. მთელი დღის განმავლობაში არავინ დაგვკავშირებია, არანაირი ექიმი. დღეს ყელი არ მტკივა იმდენად, მაგრამ სასწაულად მტკივა თავი, თავბრუ მეხვევა. იმედი მაქვს, დამირეკავენ..."

ომიკრონს ებრძვის ვახო ბიჭიკაშვილის ოჯახიც: "ჩვენც რომელიღაც "ომიკრორაიონიდან", წერს ვახო და ოჯახურ ფოტოს ავრცელებს.
mshoblebi



კოვიდის ახალი შტამი შეხვდათ მარიტა ჯანაშიას, მის მეუღლეს თემო საჯაიას და მათ ვაჟს ბექას. "კრუასანს ცოტა მაღალი სიცხე აქვს, თემოს სტაბილურად - 37, მე გემომ და ყნოსვამ დამტოვა", - წერს მარიტა.
mshoblebi



კომენტარები: