კლოპმა მბაპეს ტრანსფერის თაობაზე აზრი შეიცვალა - ESPN

20 იანვარი 2022, ხუთშაბათი


როგორც მოგეხესნებათ, მადრიდის "რეალის" მთავარი სამიზნე, "პარი სენ-ჟერმენის" შემტევი, კილიან მბაპეა.

გავლენიანი გამოცემა ESPN ფრანგი სუპერვარსკვლავის ტრანსფერთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ცნობილ წყაროზე დაყრდნობით, "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს, მბაპეს გადაბირება სურდა, თუმცა მისი სურვილი კილიანთან მიმართებით შესუსტდა,  ვინაიდან აცნობეს, რომ ფრანგი მოთამაშე კარიერას "სამეფო კლუბში" გააგრძელებს.

მაშასადამე, დიდია იმის ალბათობა, რომ  მომავალ სეზონში 22 წლის სუპერვარსკვლავი მადრიდულ გრანდში ვიხილოთ.

კომენტარები: