ვისთან ერთად სურს ჰალანდს თამაში - ნორვეგიელმა არჩევანი გააკეთა

16 იანვარი 2022, კვირა


როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის დამატება სურს.

"სამეფო კლუბის" მთავარ მოწინააღმდეგეს მანჩესტერ "სიტი" წარმოადგენს, რომელთა რიგებშიც ფერან ტორესის "ბარსელონაში" გადაბარგების შემდეგ მხოლოდ ერთი თავდამსხმელი დარჩა, გაბრიელ ჟეზუსი.

ამის მიუხედავად, გავლენიანი გამოცემის, AS-ის ინფორმაციით, ნორვეგიელ სუპერვარსკვლავს მადრიდულ გრანდში სურს ასპარეზობა.

21 წლის შემტევმა რაიოლას აცნობა, რომ მას მბაპესთან ერთად ასპარეზობა სურს. დიდია ალბათობა იმისა, რომ კილიანთან ერთად მომავალ სეზონში "რეალის" შეტევის ხაზში ჰალანდი ვიხილოთ.


კომენტარები: