"ვინ ჰგონია მას საკუთარი თავი? აფრიკელი ფეხბურთელების მოსვლამდე მან ყველა ფინალი წააგო", - სენეგალის მწვრთნელმა კლოპი გააკრიტიკა

06 დეკემბერი 2021, ორშაბათი


სენეგალის მთავარმა მწვრთნელმა, ალიუ სისემ, „ლივერპულის“ სპეციალისტი იურგენ კლოპი აფრიკის თასის შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო გააკრიტიკა.

გასულ თვეში, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, აფრიკის თასზე საუბრისას, კლოპმა მას „პატარა ტურნირი“ უწოდა.

მოგვიანებით, ჟურნალისტმა ოჯორა ბაბანტურემ კლოპს ბოდიშის მოხდა სთხოვა, მაგრამ „ლივერპულის“ მწვრთნელმა უარი თქვა და ჟურნალისტს უთხრა, რომ ის მის ირონიას ვერ მიხვდა.

„ვინ ჰგონია მას თავისი თავი? მე სენეგალის ნაკრებს ვწვრთნი და ჩემი შეგირდები კლოპის „ლივერპულში“ თამაშობენ.

„ლივერპულს“ პატივს ვცემ, მაგრამ კლოპს - არა, რომელიც უარყოფითად საუბრობს აფრიკის საფეხბურთო ტურნირებზე. ის მხოლოდ აფრიკელი ფეხბურთელების დამსახურებით არის იქ, სადაც არის.

მან ყველა ფინალი წააგო იქამდე, სანამ სალაჰი, მანე და მატიპი არ დაეხმარნენ პირველი ევროპული ფინალის მოგებაში.“ - აღნიშნა სისემ.


კომენტარები: