გადაწყდა - გაცვლის თუ არა "რეალი" ვინისიუსს მბაპეში

09 ნოემბერი 2021, სამშაბათი


ცნობილი და გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო მადრიდის "რეალის" შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ჟურნალისტის ცნობით, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ვინისიუს ჟუნიორი კილიან მბაპეს სანაცვლოდ არ დათმოს და ბრაზილიელი გუნდში კიდევ ხნით დაიტოვოს.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა შემტევი "ბლანკოსთან" ახალ კონტრაქტს ძალიან მალე გააფორმებს, რომელიც 2027 წელს დასრულდება, მისი გამოსასყიდი თანხა კი 1.1
მილიარდი ევრო იქნება.

რაც შეეხება მბაპეს, დედაქალაქურ კლუბში იმედოვნებენ, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი გუნდს 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, თავისუფალი აგენტის
სტატუსით შეუერთდება.

ასე და ამგვარად, არის შანსი, რომ მომავალ სეზონში კილიან მბაპეს, კარიმ ბენზემასა და ვინისიუს ჟუნიორის მაგიური შემტევი ტრიო ერთ გუნდში ვიხილოთ.

კომენტარები: