მესის დაბრუნებას სთხოვენ - სენსაციური ინფორმაცია

17 იანვარი 2022, ორშაბათი


ლეო მესის საფეხბურთო მომავალი დიდი ბურუსითაა მოცული.

El Nacional-ის ინფორმაციით, არგენტინელის ოჯახს პარიზთან მიჩვევა გაუჭირდათ.

ლიონელის ცოლი, ანტონელა ხშირად სტუმრობს კატალონიას, რათა მისმა შვილებმა თავიანთ მეგობრებთან კავშირი არ გაწყვიტოს.

ანტონელასა და ბავშვებს არც პარიზული წვიმიანი ამინდი მოსწონთ და არც ფრანგულ ენაზე საუბრის აუცილებლობა. ბუნებრივია, მათ მშობლიურ ესპანურზე მეტყველება
გაცილებით უადვილდებათ.

ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელს "კამპ ნოუზე" დაბრუნებისკენ არა მხოლოდ ცოლ-შვილი, არამედ ჩავი ერნანდესი და დანი ალვეშიც მოუწოდებენ.

მიუხედავად ამისა, ეს ოპერაცია მესის მამისა და აგენტის, ხორხე მესის ინტერესებში საერთოდ არ შედის.

ხორხე თვლის, რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ და კონკრეტულად, ჟოან ლაპორტამ მასსა და მის ვაჟს უღალატა.

ცნობისთვის, პარიზთან ადაპტაცია არა მხოლოდ მესის ოჯახს, არამედ თავად ლეოსაც გაურთულდა.

ამაზე მესის მიმდინარე სეზონის სტატისტიკაც მეტყველებს - 6 გოლი, 4 ასისტი.

კომენტარები: