რანგნიკმა დაადასტურა - "იუნაიტედის" მოთამაშემ გუნდიდან წასვლა მოითხოვა

12 იანვარი 2022, ოთხშაბათი'


ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედმა" 3 ფეხბურთელი უკვე გაუშვა იჯარით და სავარაუდოა, რომ კლუბს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს.

შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანი დინ ჰენდერსონიც ყოფილიყო, თუმცა რალფ რანგნიკმა მის გაშვებაზე მტკიცე უარი განაცხადა.

"ასტონ ვილასთან" გამართული მატჩის შემდეგ, გერმანელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ 2 კვირის წინ ჰენდერსონმა მას გუნდიდან წასვლის თხოვნით მიმართა.

რანგნიკის თქმით, მას სჭირდება ჰენდერსონი და მას გაშვებაზე უარი უთხრა, სიტუაცია კი ახლაც არ შეცვლილა და ინგლისელი ისევ ოლდ ტრაფორდზე რჩება.

რალფმა დაამატა ისიც, რომ "ვილანებთან" მატჩში ჰენდერსონი ტრავმის გამო არ იყო და ტრანსფერი არაფერ შუაშია.


კომენტარები: