მანჩესტერ იუნაიტედში არსებულ რთულ მდგომარეობას რამდენიმე მიზეზი აქვს — ESPN

09 იანვარი 2022, კვირა


"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, რალფ რანგნიკი ინგლისურ გრანდში სერიოზულ სირთულეებს წააწყდა.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ი იტყობინება, გერმანელი სპეციალისტი შიშობს, რომ გასახდელში არსებული ცუდი ატმოსფეროს გამო "ეშმაკუნები" პრემიერ ლიგის ტოპ ოთხეულში ვერ მოხვდებიან.

რამდენიმე ფეხბურთელს წასვლა უნდა. იმ მოთამაშეებს, რომლებიც ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობის ქვეშ მცირე პრაქტიკას იღებდნენ, იმედი ჰქონდათ, რომ რანგნიკის მოსვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვლებოდა, მაგრამ კვლავ იგივე ვითარებაა.

ამასთანავე, "ემიუს" მდგომარეობა კიდევ ერთი ფაქტით მძიმდება - ზამთარში წასვლის სურვილის მქონე ფეხბურთელებს აცნობეს, რომ ზაფხულამდე არ გაუშვებენ. მხოლოდ ანტონი მარსიალია კლუბის დატოვებაში დარწმუნებული.

"იუნაიტედში" 4-2-2-2 სქემაში ეჭვი ეპარებათ, რომლის დამკვიდრებასაც რანგნიკი ცდილობს. ამ სათამაშო მოდელისადმი უკმაყოფილება "ნიუკასლთან" (1:1) და "ვულვერჰემპტონთან" (0:1) გამართული წარუმატებელი მატჩების შემდეგ გაძლიერდა. წყაროების ცნობით, ზოგიერთი ფეხბურთელი ინდივიდუალურ ვიდეო გაკვეთილებს წარუმატებელ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, რადგან მოთამაშეები არ არიან დარწმუნებულნი იმაში, სად უნდა იყვნენ მათი თანაგუნდელები.

პირად საუბრებში რანგნიკმა აღიარა, რომ დრო არ ჰყოფნის ფეხბურთელებისთვის თავისი იდეების ბოლომდე მიწოდებისთვის.

გარდა ამისა, როგორც იწერება, გუნდში არსებულ ატმოსფეროზე სერიოზული გავლენა იქონია სამწვრთნელო შტაბიდან მაიკლ კერიკის წასვლაზე. იგი უზრუნველყოფდა ფეხბურთელებსა და კლუბის მენეჯმენტს შორის კავშირს.

რანგნიკის ხელმძღვანელობის ქვეშ "ემიუმ" პირველი ხუთი მატჩიდან არცერთი არ წააგო, მაგრამ პრემიერ ლიგის 21-ე ტურში "ვულვერჰემპტონთან" (0:1) გამართულ ბოლო შეხვედრაში მარცხი იწვნია.

კომენტარები: