ანჩელოტი: "ბარსელონა" ყოველთვის იქნება "რეალის" მეტოქე"

09 იანვარი 2022, კვირა


როგორც მოგეხსენებათ, 12 იანვარს "ბარსელონას" მადრიდის "რეალთან" ელის ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალური მატჩი.

გუნდების ფორმებს შორის არსებული კოლოსალური სხვაობის გამო, ბევრს მიაჩნია, რომ "სამეფო კლუბი" ამ ჯახს იოლად მოიგებს, თუმცა "თეთრების" მთავარი მწვრთნელი სხვა აზრზეა.

"ბარსელონა" ყოველთვის იქნება "რეალის" მეტოქე. ამ მატჩს "ელ კლასიკო" რომ ჰქვია, თავისი მიზეზი აქვს. 

ფურცელზე ჩვენ ფავორიტები ვართ და მაქსიმალურად დავიხარჯებით. "ბარსელონაც" კარგად ითამაშებს.

სუპერთასი წლის პირველი ტიტულია და მისი მოგება ყველას უნდა," - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასზე მეორე ნახევარფინალური წყვილი მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ატლეტიკ ბილბაოსგან" შედგება. სამივე მატჩი საუდის არაბეთში შედგება.

კომენტარები: