ანჩელოტიმ რეალს საკუთარი თავი თავად შესთავაზა

13 ნოემბერი 2021, შაბათი


გამოცემა AS-ზე განყოფილება „რეალ მადრიდის“ მთავარი რედაქტორი, ტომას რონსერო კარლო ანჩელოტის მადრიდულ გუნდში დაბრუნებაზე წერს. 

„ანჩელოტის რეალისადმი ერთგულება ეჭვებს არ იწვევს. გასულ ზაფხულს, რეალის გენ.დირექტორ ხოსე ანხელ სანჩესთან პირად საუბარში, მან იკითხა: თქვენ, ანუ რეალმა, უკვე იპოვეთ ზიდანის შემცვლელი?“ სანჩესის უარყოფითი პასუხის შემდეგ, ანჩელოტიმ თავადვე დაამატა: „თქვენ ის უკვე იპოვეთ“.

ამის შემდეგ, ის პერესს დაუკავშირდა, რომელიც იტალიელის შემოთავაზებას სიხარულით დათანხმდა. 10 წუთში ეს საკითხი უკვე დახურული იყო.

ანჩელოტი რეალში დაბრუნებაზე მას შემდეგ ოცნებობდა, რაც გუნდი უკანა კარიდან 2015 წელს დატოვა, რაც დიდი უსამართლობა იყო იმ მწვრთნელის მიმართ, რომელმაც გუნდს 12-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ტიტული დაუბრუნა. „თეთრების“ გასახდელში კარლო დაბრუნდა როგორც ნამდვილი მამა." - წერს რონსერო.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი მწვრთნელი „რეალში" პირველად 2013 წელს დაინიშნა და პირველივე სეზონში გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, თუმცა შემდეგ სეზონში ვერცერთი ტიტული ვერ მოიგო და გუნდი დაატოვებინეს.

კომენტარები: