"ვფიქრობ, რონალდუ მისი თამაშით უკმაყოფილოა", - აგბონლაჰორმა მანჩესტერის ფეხბურთელი გააკრიტიკა

08 იანვარი 2022, შაბათი


"ასტონ ვილას" ყოფილმა თავდამსხმელმა, გაბრიელ აგბონლაჰორმა "მანჩესტერ იუნაიტედში" არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

ვეტერანმა ინგლისელმა "ეშმაკუნების" მარჯვენა მცველი, აარონ ვან ბისაკა გააკრიტიკა და თქვა, რომ მანიკუნიანელებს კირან ტრიპიერი უნდა დაემატებინათ, რომელიც ამ ზამთარს "ატლეტიკოდან" "ნიუკასლში" გადავიდა.

"როცა "ემიუს" მატჩებს ვუყურებ, არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ მგონია, რომ რონალდუ მარჯვენა ფლანგზე თამაშის მიმდინარეობით უკმაყოფილოა. დაცვაში აარონ ვან ბისაკას თამაში მომწონს, მაგრამ ჩაწოდებები არ იცის".

"იყო ეპიზოდი, როცა აარონი ბურთს შემთხვევით მარცხენა ფეხით შეეხო, მინდორზე დაეცა, ბურთი კი მოედნის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა. უბრალოდ არ არის "ემიუსთვის" საკმარისად კარგი".

"ამიტომაც, არ მესმის: როგორ დაუშვა "ემიუმ" ტრიპიერის "ნიუკასლში" გადასვლა? ამ გუნდისთვის იდეალური იქნებოდა. უნდა დაემატებინათ, თანაც ასეთ ფასად - 12 მილიონ ფუნტად. დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუძლია იმხელა ხელფასის გადახდა, რამდენსაც "ნიუკასლი" იხდის".

"დააყენეთ ტრიპიერი მარჯვენა ფლანგზე და უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ გოლებს გაიტანენ მისი ჩაწოდებების შემდეგ რონალდუ და კავანი. ვფიქრობ, "ემიუმ" კარგი ვარიანტი გაუშვა ხელიდან", - განუცხადა აგბონლაჰორმა Talksport-ს.

კომენტარები: