ტრიპიერი პრემიერ ლიგას უახლოვდება - სიმეონე სავარაუდო ტრანსფერს გამოეხმაურა

01 იანვარი 2022, შაბათი


ცნობილი და გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო კირან ტრიპიერთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ჟურნალისტის ცნობით, ინგლისელი განაპირა მცველი პრემიერ ლიგაში ტრანსფერს უახლოვდება.

როგორც ირკვევა, კირანის გადაბირებით ლონდონის "ნიუკასლი" ინტერესდება და "კაჭკაჭები" მის გაფორმებას შეძლებისდაგვარად სწრაფად შეეცდებიან.

"როხიბლანკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მედიასთან სავარაუდო ტრანსფერის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა.

"ტრიპიერმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა კლუბის დატოვება. ჩვენ მისი გადაწყვეტილების შემდეგ ვიმოქმედებთ" - განაცხადა სპეციალისტმა.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ინგლისელი მცველის სამსახურით "ჩელსიც" ინტერესდება.

კომენტარები: