"ბარსელონაც კი რომ გირეკავდეს", - პიანიჩმა ალვარო მორატას რჩევა მისცა

06 იანვარი 2022, ხუთშაბათი


„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, რომელიც ამ სეზონს იჯარით „ბეშიქთაშში“ ატარებს, თავის ყოფილ თანაგუნდელს, ალვარო მორატას, რჩევა მისცა.

„მორატას ბრწყინვალე კარიერა აქვს. ისეთ დიდ გუნდებში ითამაშა, როგორებიც „ჩელსი“,„ ატლეტიკო“ და „იუვენტუსი“ არიან. ზოგჯერ, ფეხბურთელებს მოტივაცია სჭირდებათ, მაგრამ მე მის ადგილას ორჯერ დავფიქრდებოდი, სანამ წავიდოდი გუნდიდან, რომელშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ.

ალვარომ უკეთ იცის, რა უნდა გააკეთოს. „ბარსელონამ“ მწვრთნელად ხავი დანიშნა, რომელიც კლუბს ძალიან კარგად იცნობს. ყველა დეტალი არ ვიცი, მაგრამ როგორც მსმენია, მორატა „იუვენტუსში“ ბედნიერია.

„ბარსელონაც“ კი რომ გირეკავდეს, ყოველთვის სჯობს ყურადღებით დაფიქრდე.“ - აღნიშნა ბოსნიელმა ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ პიანიჩი 2020 წელს „იუვენტუსიდან“ სწორედ „ბარსელონაში“ გადავიდა.

მორატა ამ ეტაპზე „იუვენტუსში“ „ატლეტიკოდან“ იჯარით ასპარეზობს და ტურინული გუნდი სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვისთვის 40 მილიონის დახარჯვას არ აპირებს, რის გამოც ესპანელს გუნდის დატოვება იანვარშივე სურს.

კომენტარები: