მორატას ტურინული დღეები დათვლილია - იუვემ ესპანელის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

16 დეკემბერი 2021, ხუთშაბათი


იუვენტუსის“ თავდამსხმელი ალვარო მორატა, რომელიც გუნდში მადრიდის „ატლეტიკოდან“ იჯარით იმყოფება, სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით ტურინს დატოვებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, „იუვენტუსი“ არ აპირებს მისი გამოსასყიდი თანხის გადახდას, რომელიც 35 მილიონ ევროს შეადგენს.

მორატას ორწლიანი იჯარა „იუვეს“ ჯამში 20 მილიონი ევრო დაუჯდა და გუნდს მის გამოსყიდვაში დამატებით 35-ს გადახდა აღარ სურს.

დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ბიუჯეტს „იუვე“ სხვა ფეხბურთელების შეძენას მოახმარს. მაგალითად, მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე - სერბი დუშან ვლაჰოვიჩია „ფიორენტინადან“.

მიმდინარე სეზონში მორატამ სერია ა-ს 16 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.


კომენტარები: