პიანიჩი: "მესის გვერდიგვერდ თამაშის გამო, უარი პსჟ-ს ვუთხარი"

03 სექტემბერი 2020, ხუთშაბათი


ბარსელონას“ ახალწვეულმა, მირალემ პიანიჩმა, კატალონიურ გუნდში გადმოსვლის მიზეზი განმართა.

„ბარსელონაში ლიონელ მესისთან სათამაშოდ გადმოვედი. ამიტომ, უფრო სარფიანი შემოთავაზება გავისტუმრე უარით, რომელიც „პსჟ-სგან“ მქონდა.“ - აღნიშნა ბოსნიელმა ნახევარმცველმა.

ჯერჯერობით, არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ პიანიჩი თავის ოცნებას აისრულებს და მესისთან ერთად ითამაშებს - პრესაში არგენტინელის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ძალიან ბევრი იწერება.

შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველი „ბარსაში“ გაცვლის შემდეგ აღმოჩნდა. ამ ბარტერში, „იუვენტუსმა“ საპირისპირო მიმართულებით არტური და 10 მილიონი ევრო გააგზავნა.






კომენტარები: