მირალემ პიანიჩი "ბარსელონური" კარიერის გადარჩენას გეგმავს

11 ნოემბერი 2021, ხუთშაბათი


მირალემ პიანიჩი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე ფიქრობს.

Mundo Deportivo-ის თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცის პოსტზე ჩავი ერნანდესის დანიშვნამ ბოსნიელს იმედები გაუღვიძა.

მირალემი გეგმავს, რომ "კამპ ნოუზე" შემდეგ სეზონში დაბრუნდეს და საკუთარი ადგილისთვის იბრძოლოს.

ცნობისთვის, 31 წლის შუახაზელს რონალდ კუმანი საშინლად ექცეოდა. ნიდერლანდელის ხელში მირალემმა სულ 6-ჯერ დაიწყო მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

ამ ყველაფერმა პიანიჩი ფორმიდან ამოაგდო, რის გამოც მან წინა სეზონში ერთი სასარგებლო ქმედებაც კი (გოლი/ასისტი) ვერ მიითვალა.

მიუხედავად ამისა, მირალემი სტამბულის "ბეშიქთაშში" მაინც დიდებულად გამოიყურება. თურქულ კლუბში ბოსნიელს უკვე 9 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 4 ასისტია.


კომენტარები: