"რეალსა" და მბაპეს შორის შეთანხმება შედგა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია

04 იანვარი 2022, სამშაბათი


მადრიდის "რეალზე" და "პარის სენ-ჟერმენის" შემტევზე კილიან მბაპეზე მედიაში საუბარი და სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელება არ წყდება.

"ბლანკოსთან" დაახლოებულმა და სანდო ჟურნალისტმა ხოსე პედრეროლმა დღეს უმნიშვნელოვანესი ცნობები გაავრცელა.

მისი თქმით, სამეფო კლუბმა და 23 წლის ფეხბურთელმა ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

ჟურნალისტი აქვე გვეუბნება, რომ მხოლოდ ხელის მოწერის თარიღი დარჩა გასარკვევი. ეს, შესაძლოა, მოხდეს ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდელებისა და პარიზელების
დაპირისპირებამდე ან მის შემდეგ.

მოგახსენებთ, რომ როგორც ბევრი წყარო იტყობინება, ახალგაზრდა ფრანგი გუნდიდან წასვლის თაობაზე განცხადებას 1/8 ფინალური ეტაპის შემდეგ გააკეთებს.

კომენტარები: